წესები და პირობები
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების შეძენის პროცედურისა და მგზავრობისას გაურკვეველი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, სრულყოფილად გაეცნოთ სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთი) ინტერნეტით შეძენისა და მატარებლით მგზავრობის წესებსა და პირობებს და დაადასტუროთ მათი გაცნობა.
ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებზე ყველა სახის ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენა ნებისმიერი მიმართულებით, როგორც სრული და საბავშვო ტარიფით, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტზე მოქმედი სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებით. აღნიშნული სერვისი ფასიანია და დადგენილია სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ.
სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთი) შეძენის უფლება აქვს სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
იურიდიული პირის მიერ ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ბილეთის გაფორმება ხორციელდება ფიზიკურ პირზე.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენა ხორციელდება პლასტიკური ბარათების საშუალებით.
მატარებლებზე ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა მიმდინარეობს მატარებლის გასვლამდე, სულ მცირე, 20 კალენდარული დღის განმავლობაში (გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა).
ერთი ტრანზაქციით პიროვნებას შეუძლია, შეიძინოს მაქსიმუმ 9 ელექტრონული ბილეთი (სამგზავრო დოკუმენტი). პიროვნება, რომელზეც გაფორმებულია ბილეთ(ებ)ი, უნდა იმყოფებოდეს მატარებელში ჩასხდომის პროცესისა და მგზავრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის, მგზავრი ვალდებულია ვაგონის გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) წარადგინოს ბილეთის მფლობელი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა.
ელექტრონული ბილეთების გაყიდვა წყდება, მატარებლის საწყისი სადგურიდან, გასვლამდე 1 საათით ადრე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!
ბილეთების ინტერნეტით გაყიდვა არ ხორციელდება რეგიონული (საგარეუბნო) და საერთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებზე. რეგიონული მატარებლებით მგზავრობის მსურველებს, ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ გამგზავრების დღეს, როგორც რკინიგზის საბილეთო სალაროებში (ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით), ასევე, მატარებლებში არსებული, გაბილეთიანების აპარატების საშუალებით (მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების გზით).
ბილეთის შეძენა:
მაგისტრალური მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებზე თავისუფალი ადგილების მოსაძებნად შეიყვანეთ ველებში მითითებული ინფორმაცია :
- გამგზავრების და დანიშნულების/ჩასვლის სადგურები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მგზავრობის თარიღი. გასვლის თარიღად ითვლება მატარებლის საწყისი სადგურიდან გასვლის თარიღი;
- უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენად მონიშნეთ შესაბამისი ველი „დაბრუნება“ და მიუთითეთ თარიღი;
- მიუთითეთ სრული (სტანდარტული) ადგილების რაოდენობა. სრული (სტანდარტული) ადგილებით სარგებლობა შეუძლიათ 10 წლისა და მეტი ასაკის მგზავრებს;
- სასურველი ინფორმაციის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ”ძიება”. სისტემა გიჩვენებთ თქვენთვის სასურველ მარშრუტზე არსებულ თავისუფალ ადგილებს, მატარებლის ნომრის, მატარებლის -მიმართულების, გამგზავრების სადგურიდან გასვლის, ჩასვლის თარიღის, დროის ადგილის კლასისა და ფასის მითითებით;
- გამოტანილი ინფორმაციის მიხედვით, თქვენთვის სასურველ მატარებელზე აირჩიეთ ადგილის კლასი და სურვილის შემთხვევაში, მონიშნეთ ადგილის არჩევის ფუნქციონალი „მსურს ადგილების არჩევა“. ადგილის არჩევის სერვისი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
- მიუთითეთ მგზავრების რაოდენობა, მათ შორის საბავშვო და ეტლით მოსარგებლე ადგილის მითითებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
- მატარებლის არჩევის შემდეგ, გეძლევათ 10 წუთი მგზავრების შესახებ ინფორმაციის შესაყვანად და ტრანზაქციის განსახორციელებლად.
წარუმატებელი შესყიდვის შემთხვევაში, განმეორებითი შესყიდვა უნდა განხორციელდეს 10 წუთის გასვლის შემდგომ, თუკი გსურთ, რომ შეიძინოთ შეღავათიანი ბილეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა, შესყიდვის შეწყვეტიდან 10 წუთის განმავლობაში, არ მოგცემთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ შეღავათით.
ბილეთის გადაცვლის პირობები:
ბილეთების გადაცვლა შესაძლებელია თუ თქვენთვის სასურველი ბილეთები ხელმსიაწვდომია საიტზე. შესაძლებელია მხოლოდ კლასის/დასაჯოდმი ადგილის, სახელისა და გვარის, დროის/თარიღის ცვლილება. ბილეთის გადაცვლა შესაძლებელია, მეილზე ან მობილურის ნომერზე(WhatsApp) მიღებული შეტყობინების საშუალებით. ბილეთის გვერდზე დატანილია "ბილეთების გადაცვლის" ღილაკი, მონიშნეთ და მიყევით ინსტრუქციას. მომხმარებლის საყურადღებოდ: ბილეთების გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერ. გადაცვლილი ბილეთის კვლავ გადაცვლა არ არის შესაძლებელი.
ბილეთის უფასო დაბრუნების პირობები:
ბილეთის უფასო დაბრუნების საფასურია 1.50 და გულისმხობს, რომ ბილეთის საფასურის დაბრუნება შესაძლებელია 100 %-ით ჯარიმების გარეშე.
მგზავრების შესახებ ინფორმაციის შევსება:
მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ვებ-გვერდის მომხმარებელი. ყურადღება მიაქციეთ ბილეთის შეძენის მიზნებისათვის, თქვენ მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დასაშვებად.
დასაშვებია ერთი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებით გაფორმდეს ყველა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, მაგრამ არაუმეტეს 9 ბილეთისა.
იმ შემთხვევაში, თუკი ვებ-გვერდის მომხმარებელს / მგზავრს სურს შეიძინოს საბავშვო და შეღავათით მოსარგებლე პირის ბილეთი, ვალდებულია, ბილეთის შესაძენად განკუთვნილ ველებში ინდივიდუალურად შეიყვანოს მათი მონაცემები. მგზავრები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ იმ პიროვნების მგზავრობის შემთხვევაში, ვის სახელზეც გაფორმდა ბილეთები.
საბავშვო ბილეთი:
საბავშვო ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ თანმხლები პირის ბილეთთან ერთად.
საბავშვო ბილეთი გაიცემა 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ბილეთის გაფორმების დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ დაბადების მოწმობის ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები.
სრულწლოვან მგზავრთან ერთად უფასოდ შეიძლება მგზავრობდეს 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს.
5 წლამდე ასაკის ბავშვისათვის ცალკე ადგილის დასაკავებლად აუცილებელია შესაბამისი საბავშვო ტარიფით გაფორმებული ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.
მგზავრთან ერთად 5 წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვის მგზავრობისას, აგრეთვე 5-დან 10 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისათვის, აუცილებელია საბავშვო ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენა.
10 წლამდე ასაკის ბავშვის მგზავრობისას აუცილებელია ვაგონის გამყოლისათვის დაბადების მოწმობის ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვის ბილეთის საფასური განისაზღვრება მოზრდილთათვის დადგენილი წესით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!
არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირი არ დაიშვება ბორტზე სრულწლოვანი თანმხლები პირის გარეშე.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა:
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას შეღავათები ვრცელდება მხოლოდ მე-2 კლასის ადგილებზე, შემდეგი პირებისთვის:
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები;
- საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.
პირს, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფი, უფლება აქვს ერთ რეისზე შეიძინოს მხოლოდ ერთი შეღავათიანი ბილეთი. ამისათვის მან უნდა შეიყვანოს შესაბამის ველში პირადი ნომერი, რომლის მიხედვით მოხდება შეღავათიანი ტარიფის გავრცელება.
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის, შეღავათით მოსარგებლე მგზავრმა ვაგონის გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) უნდა წარადგინოს შეღავათით მოსარგებლე მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამყოლთან (მომსახურების ოპერატორი) წარდგენილ უნდა იქნეს პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ორიგინალი დოკუმენტი. მოწმობის ასლის ან ფოტოვერსიის წარდგენის შემთხვევაში, მგზავრი ბორტზე არ დაიშვება.
მხოლოდ საბავშვო ბილეთით მგზავრობისას არის დასაშვები დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა.
მგზავრობის საფასურის გადახდა:
ტრანზაქციის განსახორციელებლად გაიარეთ ბანკის მიერ მოთხოვნილი პროცედურები.
წარმატებული ტრანზაქციის შემთხვევაში დაგენერირდება ბილეთი, რომელზეც განთავსებული იქნება მგზავრობის შესახებ ინფორმაცია.
მგზავრობა გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე (ეტლით მოსარგებლე) პირთათვის:
- გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე (ეტლით მოსარგებლე) პირებისთვის GRS („Stadler Kiss”) ტიპის მატარებლებში უზრუნველყოფილია ადაპტირებული გარემო: ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სივრცე და საპირფარეშო;
- მატარებელში ან რკინიგზის სადგურში თანმხლები/გამცილებელი პირის არარსებობის შემთხვევაში, რკინიგზა უზრუნველყოფს, არსებული რესურსების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთა მატარებლით შეუფერხებელ მგზავრობას.
საჭირო დახმარების გასაწევად, მგზავრი ვალდებულია, განახორციელოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმირება გამგზავრებამდე, სულ მცირე, 48 საათით ადრე. დახმარების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს რკიიგზა“-ს ცხელ-ხაზზე (1331 ) ან TRE.GE ნომერზე: 032 2 42 04 05 შეტყობინების დაფიქსირების გზით.
ჯგუფური გადაყვანა:
10 და მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში ხორციელდება „ჯგუფური გადაყვანა“, რომლის შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული პირობები. ჯგუფური გადაყვანით სარგებლობისთვის გთხოვთ მიმართოთ სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ცხელ ხაზს.
ყურადღება! ამ ეტაპზე ვებ-გვერდიდან ჯგუფური განაცხადის შევსება შეუძლებელია, განაცხადის შესავსებად მიმართეთ ცხელ ხაზს: 1331.
- ჯგუფურად მგზავრობის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი სს “საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე www.gr.com.ge;
- ჯგუფური განაცხადის შევსება ვებ-გვერდზე შესაძლებელია იურიდიული პირების მიერ, მათი დარეგისტრირების გზით;
- განაცხადის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს მატარებლის გასვლამდე 20 სამუშაო დღით ადრე. რკინიგზა ასევე იტოვებს უფლებას განიხილოს ის განაცხადები, რომლებიც შემოსულია მატარებლის გასვლამდე 20 სამუშაო დღეზე ნაკლებ პერიოდში, იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ განაცხადი შემოტანილ იქნება ისეთ გონივრულ ვადაში, რაც შესაძლებელს გახდის მგზავრების უზრუნველყოფას მათთვის მისაღები და სასურველი ადგილებითა და მომსახურებით.
მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს :
- შემკვეთი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
- მატარებლის მიმართულება; გამგზავრების თარიღი/დრო; ადგილის კლასი; მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა;
- ანგარიშსწორების ფორმა (უნაღდო ანგარიშსწორება: ბარათით გადახდა ან საბანკო გადარიცხვა საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე);
- განმცხადებლის ინფორმაცია, საკონტაქტო პირის ინფორმაცია, ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაცია (აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი პირი);
- განაცხადის სრულად შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, განხორციელდება მოთხოვნილი ადგილების დაჯავშნის დადასტურება ან უარყოფა. ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში, მომთხოვნი მხარე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას sms-ის სახით; მოთხოვნილი ადგილების დაჯავშნის ან უარყოფის შესახებ ინფორმაცია აისახება თქვენს პროფილზე „ჯავშნები“-ს ველში; ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დამატებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს (1331);
- განაცხადის დადასტურების (დაკმაყოფილების შემთხვევაში) შემდეგ, განმცხადებელმა უნდა შეავსოს ჯგუფის წევრების მონაცემები, სადაც მითითებული იქნება თითოეული წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 10 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, აუცილებელია „საბავშვო ბილეთი“-ს ველის მონიშვნა და დაბადების თარიღის მითითება, რათა მასზე გავრცელდეს საბავშვო ტარიფი, ხოლო შეღავათით მოსარგებლე პირის შემთხვევაში კი - შესაბამისი პირადი ნომერის შევსება, რათა მასზე გავრცელდეს მოქმედი შეღავათი (სტუდენტი, ვეტერანი, რკინიგზის თანამშრომელი);
- იმ შემთხვევაში, თუ არ არის შევსებული ყველა მგზავრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, განაცხადის შემვსები ორგანიზაცია ვალდებულია, 10 კალენდარული დღით ადრე, ყველა მგზავრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი Excel-ის ფაილში გამოაგზავნოს საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე (GRbooking@railway.ge ) ან ატვირთოს რკინიგზის ვებ-გვერდზე ასეთი ფუნქციონალის არსებობის შემთხვევაში;
- მგზავრების ინფორმაციის სრულად შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, დაგენერირდება ინვოისი და გაიგზავნება განმცხადებელთან, რომელმაც 3 სამუშაო დღეში უნდა განახორციელოს შესაბამისი თანხის ჩარიცხვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გადაუხდელობის შემთხვევაში ჯავშანი მოიხსნება და ადგილები გაეშვება თავისუფალ გაყიდვაში. ჩარიცხვის ვადა შესაძლოა შემცირდეს, განაცხადის მიღების თარიღის გათვალისწინებით;
- განმცხადებლის მიერ ინვოისის სრულად დაფარვის შემთხვევაში, sms-ის სახით გაიგზავნება ინფორმაცია შესყიდული ბილეთების შესახებ, ხოლო, ბილეთები აესახება მის პროფილზე „შეძენილ ბილეთებში“;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი შესყიდულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებელი სასურველი გადახდის მეთოდით (საბანკო გადარიცხვით ან საბარათე ოპერაციით) გადაიხდის გათვალისწინებულ თანხას დადგენილ ვადებში;
- ბილეთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, პროფილიდან შესაძლებელია ცალკეული ბილეთის დაბრუნება, ბარათით გადახდის ოპერაციისას. საბანკო გადარიცხვისას, ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში მგზავრმა უნდა მიმართოს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ცხელ ხაზს (1331);
- დღგ-სგან გათავისუფლებული ორგანიზაციისთვის ბილეთის საფასურს დააკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს თანხა. იმისათვის რომ სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) საფასურს დააკლდეს დღგ-ს საფასური, ორგანიზაციამ ვებ-გვერდზე განაცხადის გაკეთებისას, უნდა მონიშნოს, დღგ-სთან დაკავშირებული შესაბამისი ველი და ატვირთოს დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ადგილის დაჯავშნისთვის დადგენილი დამატებითი მომსახურების ღირებულება 1 ადგილზე შეადგენს – 5 ლარს;
- ყურადღება მიაქციეთ განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა ბილეთების სწორად გაფორმებისა და მგზავრების მატარებელში დასაშვებად;
- ყურადღება მიაქციეთ ელექტრონული ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის სისწორეს, რადგან ამ მონაცემების საშუალებით მოხდება კომუნიკაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან.
მგზავრობის პირობები:
ჯგუფური ბილეთის გაფორმება ხდება თითოეული მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შევსების საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ერთი მგზავრის (ჯგუფის ხელმძღვანელი) პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, გაფორმდეს მთელი ჯგუფის ბილეთი, რომელიც მგზავრებთან ერთად იმგზავრებს განაცხადში მითითებულ მარშრუტებზე. ამ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს მგზავრთა სრული სია სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. მატარებელში ჩასხდომისას ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ პიროვნების დამადასტურებელი მოწმობები.
მგზავრობა:
ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის ვაგონის გამცილებელთან წარადგინეთ ბილეთის მფლობელი მგზავრ(ებ)ის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა. სასურველია, გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, მგზავრს თან ჰქონდეს ელექტრონული ბილეთის მატერიალური ან ფოტოვერსია.
ხელბარგის და ბარგის გადატანა :
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით მგზავრობისას, მგზავრს უფლება აქვს უსასყიდლოდ გადაიტანოს არა უმეტეს 36 კგ ხელბარგისა (სრული და საბავშვო ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტებზე), რომლის/რომელთა ზომა სამი განზომილების ჯამით 180 სმ-ს არ აღემატება. აღნიშნულ პარამეტრებზე დიდი ზომის/წონის ბარგის გადაზიდვის საფასურის გადახდა ხდება კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფით. დაუშვებელია ნებისმიერი ნივთისა და საგნის ბარგად გადაზიდვა, რომლის ერთი ერთეულის წონა აღემატება 80 კგ-ს, სიგრძე კი - 3 მ-ს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისათვის ერთი ერთეულის გადაზიდვის ტარიფი 1-350 კმ მანძილზე შეადგენს 2.00 ლარს, ხოლო საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებისათვის გადაზიდვის საფასური 1-350 კმ შეადგენს - 5.00 ლარს. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის საშუალება ეძლევა მგზავრს როგორც საბილეთო სალაროებში ასევე - მატარებლის ბორტზე.
პატარა ზომის შინაური ცხოველების/ფრინველების გადაყვანა:
მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები, თუ ისინი მოთავსებულნი არიან სპეციალურ კონტეინერებში და კონტეინერი არ იკავებს ცალკე სამგზავრო ადგილს. თუ მგზავრს სურს, რომ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულნი არიან შინაური ცხოველები/ფრინველები, განათავსოს ცალკე სამგზავრო ადგილზე, მაშინ მან სამგზავრო დოკუმენტის შეძენისას, დამატებით უნდა შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) სპეციალური კონტეინერის განსათავსებლად;
- კონტეინერის პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს 55X35X20 სმ-ს. ამასთან კონტეინერი უნდა იყოს სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის/ფრინველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა; კონტეინერს უნდა ჰქონდეს ჰაერგამტარი სამი მხრიდან; უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ ცხოველს/ფრინველს შეეძლოს ბუნებრივად მოძრაობა; კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით;
- მგზავრი, რომელსაც მატარებლით გადაჰყავს პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი, ვალდებულია თან იქონიოს ვეტერინარული მოწმობა, რომელიც მატარებელში ჩასხდომისას უნდა წარუდგინოს მატარებლის გამყოლს (მომსახურების ოპერატორს);
- მგზავრი ვალდებულია, შინაური ცხოველის/ფრინველის კონტეინერი განათავსოს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა მგზავრების თავისუფლად გადაადგილებას;
- მგზავრი თავად არის პასუხისმგებელი იმ პატარა ზომის შინაურ ცხოველზე/ფრინველზე, რომელიც მას გადაჰყავს მატარებლით. ვალდებულია, თვალყური ადევნოს კონტეინერს და მასში მოთავსებულ ცხოველს/ფრინველს, რათა მათ არ შეაწუხონ და საფრთხე არ შეუქმნან სხვა მგზავრებს, არ დააზიანონ ან დააბინძურონ მატარებელი და სხვა მგზავრების ქონება. თუ პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი ზიანს მიაყენებს სხვა მგზავრებსა და მატარებლის პერსონალს, დააზიანებს ან/და დააბინძურებს მატარებელსა და სხვა მგზავრების ქონებას, მაშინ ამ ზიანის ანაზღაურება სრულად დაეკისრება მგზავრს, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პატარა ზომის შინაური ცხოველი/ფრინველი.
ტექნიკური საშუალებების გადატანა:
რკინიგზის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე ნებადართულია სამგზავრო მატარებლის ერთი ვაგონით მხოლოდ ერთი ველოსიპედის გადაზიდვა დაშლილ (დასაშვებია მხოლოდ წინა ბორბლის მოხსნა) და შეფუთულ მდგომარეობაში, შესაბამის ადგილას განთავსების გზით.
ველოსიპედების, საბავშვო ეტლებისა და საწოლების, საპროთეზო ეტლების და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა სხვა ტექნიკური საშუალებების მიღება დასაშვებია მხოლოდ შეფუთულ მდგომარეობაში. ნივთები, რომელთა გადატანაც დაუშვებელია:
ხელბარგად არ დაიშვება ნივთები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან დააბინძუროს ვაგონი ან/და სხვა მგზავრების ნივთები, აგრეთვე დატენილი იარაღი, მხუთავი, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებანი (სპეციალური წესებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
ბილეთების დაბრუნება:
გამოუყენებელი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) შეგიძლიათ, დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 1 საათით ადრე, Online -------- ვებ-გვერდის საშუალებით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი (ბილეთი) არ ბრუნდება.
საბავშვო ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) დაბრუნებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჯერ ბრუნდება საბავშვო ბილეთი და მხოლოდ შემდგომ, ბავშვის თანმხლები პირის სრული ბილეთი.
მგზავრს უფლება აქვს, გამოუყენებელი ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში, დაიბრუნოს ბილეთის საფასური, მოქმედი წესების შესაბამისად.
თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია:
- არანაკლებ 15 საათისა – სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) სატარიფო საფასურიდან იქვითება მგზავრობის ღირებულების 0%;
- 15 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 4 საათისა) – 15%;
- 4 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 1 საათისა) – 30%.
შეძენილ სამგზავრო დოკუმენტზე გადახდილი საკომისიო საფასურები არ დაბრუნდება, თუ ბილეთის დაბრუნება გამოწვეული არ არის რკინიგზის მიზეზით.
გამოუყენებელი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) დაბრუნებისას თანხის ჩარიცხვა ხორციელდება 3 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ტრანზაქცია;
თანხის დროულად დაბრუნებაზე პასუხისმგებელია მომსახურე ბანკი.
კომპენსაციის პირობები:
- რკინიგზაში მოქმედებს კომპენსაციის პირობები, რომლის თანახმად მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია რკინიგზის მიზეზით გამოწვეული მატარებლის დაგვიანების გამო, გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას;
- დაგვიანებად ითვლება რკინიგზის მიზეზით მატარებლის დანიშნულების საბოლოო პუნქტში 60 წუთით და მეტით დაგვიანება;
- დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაა:
1.ბილეთის სატარიფო ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში;
2.ბილეთის სატარიფო ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში;
- დაგვიანებისათვის ბილეთის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან / წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში;
- მგზავრს არ აქვს დაგვიანებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუ ის ბილეთის შეძენის დროს ინფორმირებული იყო მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ ან თუ დაგვიანების დრო 60 წუთზე ნაკლებია;
- კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა სრულად ისარგებლა სარკინიგზო მომსახურებით და ბილეთის საფასური არ ანაზღაურებულა სხვა საფუძვლებით;
- მატარებლის მოხსნის შემთხვევაში მგზავრობის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება.
- ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას, რეისის დაგვიანების შემთხვევაში, კომპენსაცია გაცემას არ ექვემდებარება, თუ სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მგზავრი ვალდებულია კომპენსაციის მიღების მიზნით, დადგენილი წესების შესაბამისად, შესაბამისი გარემოების დადგომიდან 7 დღის ვადაში, რკინიგზას მიმართოს სს „საქართველოს რკინიგზის“ ცხელი ხაზის (1331), ელექტრონული ფოსტის (callcenter@railway.ge) ან/და სარკინიგზო საბილეთო სალაროების მეშვეობით.
მგზავრთა ქცევის წესები და პასუხისმგებლობები:
- დაუშვებელია მატარებლის ბორტზე თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება;
- დაუშვებელია მატარებელში ჩაჯდომისას ან მგზავრობისას ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მგზავრობის წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სპირტიანი სასმელების მიღება, სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა. ასეთი მგზავრისთვის გამგზავრებაზე უარის თქმა ან მატარებლის დატოვების შესახებ მოთხოვნის წარდგენა შეუძლია ვაგონის გამყოლს/მომსახურების ოპერატორს ან რკინიგზის სხვა უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო დაუმორჩილებლობისას – პოლიციის თანამშრომელს. ასეთ პირს მგზავრობის და ბარგის გადაზიდვის საფასური არ უბრუნდება;
- მგზავრი მატარებლის ბორტზე ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებაში მიღებულ ქცევისა და ეთიკის წესებს. დაუშვებელია მატარებლის ბორტზე ელექტრონული მოწყობილობებით იმგვარი სარგებლობა, რაც იწვევს სხვა მგზავრების სიმშვიდის დარღვევას. აღნიშნული მოწყობილობების ამ ფორმით სარგებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ყურსასმენი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრის მიერ, ზემოთ ჩამოთვლილი ან ზემოაღნიშნული წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვაგონის გამყოლი (მომსახურების ოპერატორი) ან სხვა პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, უარი უთხრას მგზავრს გადაყვანაზე ან უახლოეს სადგურში დაატოვებინოს მატარებელი.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამგზავრო ბილეთის შემადგენელ ნაწილს.
აღნიშნულ დოკუმენტში შესაძლოა, შევიდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად, მგზავრი ვალდებულია, ბილეთის შეძენამდე, გაეცნოს აღნიშნული დოკუმენტის კონსოლიდირებულ ვერსიას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ TRE.GE-ის ცხელ ხაზს 032 2 42 04 05 ან მოგვწეროთ[ND6] ელ.ფოსტაზე support@tre.geსს „საქართველოს რკინიგზასთან“ კომუნიკაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს (1331), 24/7 რეჟიმში ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე callcenter@railway.ge ან ეწვიოთ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდს www.gr.com.ge .
TRE.GE და საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!